რა არის ხველა?
ხველა რეფლექსია, რაც გულისხმობს სხეულის სპონტანურ, ავტომატურ რეაქციას. სხვა რეფლექსების მსგავსად, როგორიცაა ცემინება ან თვალის ხამხამი, ხველაც გაღიზიანებისგან იცავს ორგანიზმს, ამ შემთხვევაში სასუნთ გზებს. სასუნთ გზებში არსებული ნერვები აღიქვამენ გამღიზიანებლებს და სიგნალებს აგზავნიან თავის ტვინში. ამის პასუხად, თავის ტვინი სიგნალებს უკან აგზავნის გულ-მკერდის და მუცლის კუნთებისკენ, რათა განხორციელდეს სწრაფი და ღრმა ჩასუნთქვა, რასაც მოჰყვება ასეთივე სწრაფი და ღრმა ამოსუნთქვა გამღიზიანებელი ფაქტორის მოსაშორებლად.
ასეთ ეფექტურ და თითქმის წამიერ რეაქციას ჰქვია ხველა. ხველის დროს ჰაერი და მასში არსებული ნაწილაკები სასუნთქ გზებში მოძრაობს 50მილი/სთ-ში სიჩქარით.
რატომ ვახველებთ
ხველის საშუალებით სუფთავდება სასუნთქი გზები გამღიზიანებლებისგან, როგორიცაა მტვერი და სხვა ტოქსინები. ხველა ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი სასუნთქი გზების ლორწოსგან გათავისუფლებაში. ნორმალურად, ჩვენ სასუნთქ გზებში წარმოიქმნება მცირე რაოდენობით ლორწო იმსათვის, რომ დაატენიანოს და თხელი ფენის სახით ამოფინოს ბრონქების (ბრონქიოლების) შიგნითა ზედაპირი.
ეს ლორწოვანი ფენა დაცვით ბარიერად გვევლინება ჩასუნთული გამღიზიანებლებისთვის და ხელს უშლის მათ დაყოვნებას სასუნთქ გზებში. ბრონქებში არსებული პაწაწინა წამწამების საშუალებით ლორწო მუდმივად გამოიდევნება პირისკენ. წამწამები გადაადგილებს ლორწოს ყელისკენ, სადაც ლორწო ჩაიყლაპება. იშვიათი, შეთხვევითი ხველა გვეხმარება ლორწოს მობილიზებაში. ასეთი ხველა არ ახდენს უარყოფით გავლენას ორგანიზმზე.
- ბრონქების სანათურებში
- ლორწოს თხელი ფენა
- პატარა წამწამები
- ბრონქის კედლების შრეები