Sorry, you need to enable JavaScript to visit this website.
Layout Canvas

ფლავამედი® 30მგ ტაბლეტები

ხველის საწინააღმდეგო ტაბლეტები

თვისებები

ფლავამედი® შეიცავს აქტიური ნივთიერების ეფექტურ დოზას. არის მცირე ზომის, ადვილად ჩასაყლაპი ტაბლეტები, გამყოფი ხაზით შეიძლება ორ თანაბარ დოზად გაყოფა.  

განსაკუთრებული თვისებები

  • აქტიური ნივთიერების ეფექტური დოზა ტაბლეტებში 

  • ადვილად ჩასაყლაპი 

  • გამყოფი ხაზით შეიძლება ორ თანაბარ დოზად გაყოფა.  

ასაკობრივი რეკომენდაციები

A 6+ symbol showing the recommended age for flavamed
A 6+ symbol showing the recommended age for flavamed

ფლავამედის® ტაბლეტები რეკომენდებულია ბავშვებისთვის 6 წლის ასაკიდან, მოზარდებში და მოზრდილებში. ფლავამედის® ტაბლეტები არ ინიშნება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.  

ინგრედიენტები, აღწერილობა, შემადგენლობა

ინგრედიენტები 

ფლავამედი® შეიცავს აქტიურ ნივთიერებას, ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს. ფლავამედის® 1 ტაბლეტი შეიცავს 30 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს.

სხვა შემადგენელი ნივთიერებებია:

ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ცელულოზის ფხვნილი, კროსკარმელოზის ნატრიუმის მარილი, პოვიდონი K30, მაგნიუმის სტეარატი.  

აღწერილობა 

ფლავამედის® ტაბლეტები არის თეთრი ფერის, მრგვალი, ცალ მხარეს აქვს გამყოფი ხაზი. ტაბლეტი შეიძლება ორ თანაბარ დოზად გაიყოს. 

შემადგენლობა

ფლავამედი® ტაბლეტების კოლოფში მოთავსებულია 20 ტაბლეტი.

"ტაბლეტები არის პატარა და ადვილად მისაღები ხელსაყრელ შეფუთვაში. ეს ჩემთვის ძალიან მოსახერხებელია"  

სწორი დოზირება

ყოველთვის დაიცავით თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მიერ მოცემული დოზირების რეკომენდაცია. თუ არავის არაფერი ურჩევია, ფლავამედი® მიიღეთ ისე, როგორც აღწერილია პაციენტის საინფორმაციო ფურცელში ან როგორც აქ არის მოცემული. თუ დოზაში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. სანამ ექიმი გამოგიწერთ ფლავამედს®, შეგიძლიათ გამოიყენოთ პაციენტის საინფორმაციო ფურცელი ან დოზირების კალკულატორი. 

დოზირების კალკულატორი დაგეხმარებათ სწრაფად შეარჩიოთ ფლავამედის® სწორი დოზა (თქვენთვის და თქვენი ბავშვისთვის).  

    დღიური დოზა 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის

     1/2 საზომი კოვზი 3-ჯერ დღე-ღამეში

    დღიური დოზა 12 წლის ასაკიდან

    პირველ 2-3 დღეს 

    1 ტაბლეტი 3-ჯერ დღე-ღამეში

    შემდგომში

    1 ტაბლეტი 2-ჯერ დღე-ღამეში

    დღიური დოზა მოზრდილთათვის

    2 ტაბლეტი 2-ჯერ დღე-ღამეში

    დამატებითი ინფორმაცია

    როდის უნდა მივიღოთ ფლავამედი® 

    ფლავამედი® უნდა მიიღოთ ჭამის შემდეგ საკმარისი რაოდენობით სითხესთან ერთად (მაგ. წყალი, ჩაი ან ხილის წვენი)  

     მკურნალობის ხანგრძლივობა 

    ფლავამედი® ექიმის დანიშნულების გარეშე არ მიიღება 4-5 დღეზე მეტ ხანს. თუ 4-5 დღის შემდეგ სიმპტომები გრძელდება ან უარესდება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.  

    თუ გადააჭარბეთ დანიშნულ დოზას 

    თუ ფლავამედი® მიიღეთ საჭიროზე მეტი დოზით, დაუკავშირდით ექიმს, რომელიც დაგინიშნავთ მკურნალობას.  

    დოზის გამოტოვება ან ძალიან დაბალი დოზა 

    თუ ფლავამედის® დოზა გამოგრჩათ ან ძალიან დაბალი დოზით მიიღეთ, შემდეგი მიღების დროს წამალი დალიეთ ჩვეულებრივად. გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად არ გააორმაგოთ დოზა.  

    ლაქტოზის აუტანლობა 

    თუ ექიმმა გითხრათ, რომ შაქრის აუტანლობა გაქვთ, ფლავამედის ® მიღებამდე დაუკავშირდით ექიმს.  

    შენახვა

    ფლავამედი® შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ფლავამედი ® არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.  

    ვარგისობის ვადა 

    არ გამოიყენოთ ფლავამედი® ბლისტერის უკანა მხარეს მოცემული ვადის გასვლის შემდეგ, რაც აღნიშნულია ასოებით - EXP. EXP თარიღი აღნიშნავს მოცემული თვის ბოლო დღეს.  

    გაიგე მეტი ფლავამედის® შესახებ

    ფლავამედი® ხშირად დასმული კითხვები (ხდკ)

    როგორ მოქმედებს ფლავამედი®