Sorry, you need to enable JavaScript to visit this website.

როგორ ავიცილოთ თავიდან სველი ხველა

სველი ხველის გამომწვევი დაავადებების პრევენცია

ხველა ბევრი დაავადების სიმპტომია. გაიგე, როგორ აიცილო თავიდან სველი ხველის გამომწვევი დაავადებები. 

წვავე ბრონქიტის პრევენცია

შემდეგი ღონისძიებები დაგეხმარებათ მწვავე ბრონქიტის განვითარების რისკის შემცირებაში: 

  • რეგულარულად დაიბანეთ ხელები, რათა შეამციროთ ვირუსებთან და ბაქტერიებთან კონტაქტი 

  • ყოველწლიურად ჩაიტარეთ გრიპის საწინააღმდეგო აცრები 

  • ჰკითხეთ ექიმს, ჩაიტაროთ თუ არა პნევმონიის საწინააღმდეგო აცრა, განსაკუთრებით, თუ 60 წელს გადაცილებული ხართ. 

  • შეწყვიტეთ მოწევა 

  • სასუნთქი გზების გამაღიზიანებლების, როგორიცაა საღებავი, საღებავის გამხსნელი ან ლაქი, გამოყენებისას იხმარეთ ნიღაბი 

ქრონიკული ბრონქიტის პრევენცია

მწეველებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა მოწევის შეწყვეტაა. ასევე, რეკომენდებულია მტვრის და ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედების თავიდან აცილება. 

გაციების პრევენცია

გაციების რისკის შესამცირებლად მოზედილებმა და ბავშვებმა უნდა დაიბანონ ხელები ცხვირის მოხოცვის, საფენების გამოცვლის, ტუალეტის შემდეგ, ჭამის და საკვების მომზადების წინ. საგნები, რომელთაც ხშირად ვეხებით, მაგ. კარის სახელური ან ზარის ღილაკი, ხშირად უნდა გაიწმინდოს. საზიარო ნაჭრის პირსახოცის ნაცვლად შეიძლება გამოიყენოთ ქაღალდის პირსახოცები. 

 იმუნური სისტემის გაძლიერება ორგანიზმს ეხმარება ინფექციასთან ბრძოლაში. მოერიდეთ პასიურ მოწევას, რომელიც ხელს უწყობს გაციების ჩათვლით ჯანმრთელობის ბევრი პრობლემის განვითარებას, და ამით გააძლიერებთ იმუნურ სისტემას. იმუნური სისტემის ფუნქციას აძლიერებს ასევე საკმარისი ძილი და დიდი რაოდენობით სითხეების მიღება

პნევმონიის პრევენცია

  • ზოგიერთი ტიპის პნევმონიის პროფილაქტიკა შესაძლებელია აცრებით, მაგ. პნევმოკოკური ბაქტერიით, გრიპის ან ინფლუენცა ვირუსით გამოწვეული პნევმონიის. აცრას არ შეუძლია ყველა ტიპის პნევმონიის პროფილაქტიკა. თუმცა, აუცრელ პირებთან შედარებით, აცრილებს პნევმონიის უფრო მსუბუქი სიმპტომები აქვთ, დაავადების ხანგრძლივობა შედარებით მცირეა და იშვიათად ვითარდება სერიოზული გართულებები. 

  • კარგი ჰიგიენა, მაგ. ხელების საპნით დაბანა ბაქტერიების მოსაშორებლად, პნევმონიის პრევენციის ერთ-ერთი გზაა. 

  • თამბაქოს მოწევის შეწყვეტა პნევმონიის პროფილაქტიკაა, რადგან მოწევა აქვეითებს სასუნთქი გზების დაცვით უნარს სხვადასხვა გამომწვევის მიმართ. 

  • იმუნური სისტემის გაძლიერება ვარჯიშით და ჯანსაღი კვებით, ასევე პნევმონიის პრევენციის საშუალებაა.