თვისებები
ფლავამედი® შეიცავს აქტიური ნივთიერების ეფექტურ დოზას. არის მცირე ზომის, ადვილად ჩასაყლაპი ტაბლეტები, გამყოფი ხაზით შეიძლება ორ თანაბარ დოზად გაყოფა.
განსაკუთრებული თვისებები
- აქტიური ნივთიერების ეფექტური დოზა ტაბლეტებში
- ადვილად ჩასაყლაპი
- გამყოფი ხაზით შეიძლება ორ თანაბარ დოზად გაყოფა.
ასაკობრივი რეკომენდაციები
ფლავამედის® ტაბლეტები რეკომენდებულია ბავშვებისთვის 6 წლის ასაკიდან, მოზარდებში და მოზრდილებში. ფლავამედის® ტაბლეტები არ ინიშნება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ინგრედიენტები, აღწერილობა, შემადგენლობა
ინგრედიენტები
ფლავამედი® შეიცავს აქტიურ ნივთიერებას, ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს. ფლავამედის® 1 ტაბლეტი შეიცავს 30 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს.
სხვა შემადგენელი ნივთიერებებია:
ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ცელულოზის ფხვნილი, კროსკარმელოზის ნატრიუმის მარილი, პოვიდონი K30, მაგნიუმის სტეარატი.
აღწერილობა
ფლავამედის® ტაბლეტები არის თეთრი ფერის, მრგვალი, ცალ მხარეს აქვს გამყოფი ხაზი. ტაბლეტი შეიძლება ორ თანაბარ დოზად გაიყოს.
შემადგენლობა
ფლავამედი® ტაბლეტების კოლოფში მოთავსებულია 20 ტაბლეტი.
სწორი დოზირება
ყოველთვის დაიცავით თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მიერ მოცემული დოზირების რეკომენდაცია. თუ არავის არაფერი ურჩევია, ფლავამედი® მიიღეთ ისე, როგორც აღწერილია პაციენტის საინფორმაციო ფურცელში ან როგორც აქ არის მოცემული. თუ დოზაში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. სანამ ექიმი გამოგიწერთ ფლავამედს®, შეგიძლიათ გამოიყენოთ პაციენტის საინფორმაციო ფურცელი ან დოზირების კალკულატორი.
დოზირების კალკულატორი დაგეხმარებათ სწრაფად შეარჩიოთ ფლავამედის® სწორი დოზა (თქვენთვის და თქვენი ბავშვისთვის).
აირჩიეთ, ვინ უნდა მიიღოს ფლავამედის® პროდუქტი
ბავშვი
2-დან 5-წლამდე
ბავშვი
6-დან 12 წლამდე
12 წელს
გადაცილებულმა მოზარდმა
მოზრდილმა
დამატებითი ინფორმაცია
როდის უნდა მივიღოთ ფლავამედი®
ფლავამედი® უნდა მიიღოთ ჭამის შემდეგ საკმარისი რაოდენობით სითხესთან ერთად (მაგ. წყალი, ჩაი ან ხილის წვენი)
მკურნალობის ხანგრძლივობა
ფლავამედი® ექიმის დანიშნულების გარეშე არ მიიღება 4-5 დღეზე მეტ ხანს. თუ 4-5 დღის შემდეგ სიმპტომები გრძელდება ან უარესდება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ გადააჭარბეთ დანიშნულ დოზას
თუ ფლავამედი® მიიღეთ საჭიროზე მეტი დოზით, დაუკავშირდით ექიმს, რომელიც დაგინიშნავთ მკურნალობას.
დოზის გამოტოვება ან ძალიან დაბალი დოზა
თუ ფლავამედის® დოზა გამოგრჩათ ან ძალიან დაბალი დოზით მიიღეთ, შემდეგი მიღების დროს წამალი დალიეთ ჩვეულებრივად. გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად არ გააორმაგოთ დოზა.
ლაქტოზის აუტანლობა
თუ ექიმმა გითხრათ, რომ შაქრის აუტანლობა გაქვთ, ფლავამედის ® მიღებამდე დაუკავშირდით ექიმს.
შენახვა
ფლავამედი® შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ფლავამედი ® არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
ვარგისობის ვადა
არ გამოიყენოთ ფლავამედი® ბლისტერის უკანა მხარეს მოცემული ვადის გასვლის შემდეგ, რაც აღნიშნულია ასოებით - EXP. EXP თარიღი აღნიშნავს მოცემული თვის ბოლო დღეს.