თვისებები

ფლავამედი® არსებობს სიროფის ფორმით, არ შეიცავს შაქარს და სპირტს და აქვს ჟოლოს არომატი.

განსაკუთრებული თვისებები

  • გამოცდილი და სანდო სიროფის ფორმა
  • არ შეიცავს შაქარს და სპირტს
  • აქვს ჟოლოს არომატი

ასაკობრივი რეკომენდაციები

2+, როგორც იმ ასაკის სიმბოლო, რომლიდანაც  რეკომენდებულია ფლავამედი®

ფლავამედი® რეკომენდებულია 2 წლის ზევით ბავშვებში, მოზარდებში და მოზრდილებში. ფლავამედი® არ ინიშნება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ინგრედიენტები, აღწერილობა, შემადგენლობა

ფიალა და სარევი, როგორც ფლავამედის® ინგრედიენტების სიმბოლო

ინგრედიენტები

ფლავამედი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას, ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს. ფლავამედის® 5 მლ-იანი საზომი კოვზი შეიცავს 15 მგ აქტიურ ნივთიერებას - ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს.

სხვა შემადგენელი ნივთიერებებია:
სორბიტოლი, არაკრისტალიზებული სითხე (E420), ბენზოის მჟავა, 85%-იანი გლიცერინი, ჰიდროქსიეთილ ცელულოზა, ჟოლოს არომატიზატორი, გამოხდილი წყალი.

თვალი, ფლავამედის®  ვიზუალის სიმბოლო

აღწერილობა

ფლავამედი® არის გამჭვირვალე, ღია ყავისფერი ფერის, ჟოლოს არომატის მქონე სითხე.

წამლის ბოთლი - ფლავამედის®  შემადგენლობის სიმბოლო

შემადგენლობა

ფლავამედის ® ერთი ბოთლი შეიცავს 100 მლ სიროფს. ბოთლს მოყვება საზომი კოვზი 1.25მლ, 2.5მლ და 5მლ გრადუირებული ხაზებით.

 

ფლავამედი® ხსნარი არის დადასტურებული ეფექტიანობის სიროფი ჟოლოს გემოთი მთელი ოჯახისთვის.

სწორი დოზირება

ყოველთვის დაიცავით თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მიერ მოცემული დოზირების რეკომენდაციები. თუ არ გაქვთ რაიმე რეკომენდაცია, ფლავამედი® მიიღეთ ისე, როგორც აღწერილია პაციენტის საინფორმაციო ფურცელში ან როგორც აქ არის მოცემული. თუ დოზაში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. სანამ ექიმი გამოგიწერთ ფლავამედს®, შეგიძლიათ გამოიყენოთ პაციენტის საინფორმაციო ფურცელი ან დოზირების კალკულატორი.

დოზირების კალკულატორი დაგეხმარებათ სწრაფად შეარჩიოთ ფლავამედის® სწორი დოზა (თქვენთვის და თქვენი ბავშვისთვის).

აირჩიეთ, ვინ უნდა მიიღოს ფლავამედის® პროდუქტი.

პატარა ბიჭი და გოგო, როგორც 2-დან 5 წლამდე ბავშვებისთვის ფლავამედის®  დოზის სიმბოლო

ბავშვი

2-დან 5-წლამდე

გოგო და ბიჭი, როგორც 6-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის ფლავამედის®  დოზის სიმბოლო

ბავშვი

6-დან 12 წლამდე

ქალი და მამაკაცი ბავშვებით, როგორც 12 წლიდან მოზარდებსა და მოზრდილებში ფლავამედის®  დოზის სიმბოლო

12 წელს

გადაცილებულმა მოზარდმა

კაცისა და ქალის სიმბოლოები ფლავამედის®  დოზირება  მოზრდილებისათვის

მოზრდილმა

დამატებითი ინფორმაცია

როდის უნდა მივიღოთ ფლავამედი®

ფლავამედი® უნდა მიიღოთ ჭამის შემდეგ, საზომი კოვზით.

მკურნალობის ხანგრძლივობა

ექიმის დანიშნულების გარეშე ფლავამედი® არ უნდა მიიღოთ 4-5 დღეზე მეტ ხანს. თუ 4-5 დღის შემდეგ სიმპტომები გრძელდება ან უარესდება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ გადააჭარბეთ დანიშნულ დოზას

თუ ფლავამედი® მიიღეთ საჭიროზე მეტი დოზით, დაუკავშირდით ექიმს, რომელიც დაგინიშნავთ მკურნალობას.

დოზის გამოტოვება ან ძალიან დაბალი დოზა

თუ ფლავამედის® დოზა გამოგრჩათ ან ძალიან დაბალი დოზით მიიღეთ, მიიღეთ წამალი, ჩვეულებრივად, შემდეგი მიღების დროს. გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად არ გააორმაგოთ დოზა.

სორბიტოლის აუტანლობა

თუ ექიმმა გითხრათ, რომ შაქრის აუტანლობა გაქვთ, ფლავამედის® მიღებამდე დაუკავშირდით ექიმს. ფლავამედის® საზომი კოვზის 5 მლ შეიცავს 1.75გ სორბიტოლს (=0.15 პურის ერთეული). სორბიტოლს შეიძლება ჰქონდეს მსუბუქი საფაღარათო მოქმედება.

შენახვა

ფლავამედი® შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ფლავამედი® არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

ვარგისიანობის ვადა

არ გამოიყენოთ ფლავამედი® წამლის ეტიკეტზე მოცემული ვადის გასვლის შემდეგ, რაც კოლოფზე აღნიშნულია ასოებით - EXP. EXP თარიღი გულისხმობს მოცემული თვის ბოლო დღეს. გახსნის შემდეგ წამალი ვარგისია 6 თვის განმავლობაში.

გაიგე მეტი ფლავამედის® შესახებ

სად შევიძინოთ?