ხშირად დასმული კითხვები (ხდკ)
იპოვე პასუხები ფლავამედის® პროდუქტებისა და მათი მოქმედების მექანიზმის შესახებ ხშირად დასმულ შეკითხვებზე
რა ხანგრძლივობით შემიძლია მივიღო ფლავამედი®?
ფლავამედის® პროდუქტები არ უნდა მიიღოთ 4 ან 5 დღეზე მეტ ხანს, თუ არ დაგინიშნათ ექიმმა. თუ სიმპტომები გაგრძელდა 4 ან 5 დღეზე მეტ ხანს ან გაუარესდა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
რა უნდა ვქნა, თუ ფლავამედი® ზედმეტი რაოდენობით მივიღე?
მიმართეთ ექიმს, რომელიც დაგინიშნავთ მკურნალობას.
რა უნდა ვქნა, თუ ფლავამედი® მცირე დოზით მივიღე ან დოზა გამოვტოვე?
თუ დოზა გამოტოვეთ ან მიიღეთ მცირე რაოდენობით, გამოტოვებულის ასანაზღაურებლად არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
როდის არ უნდა მივიღო ფლავამედი®?
არ მიიღოთ ფლავამედის® პროდუქტები, თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს ალერგია გაქვთ ამბროქსოლის ან ფლავამედის® პროდუქტების რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
ფლავამედის® მიღებამდე როდის უნდა ვესაუბრო ექიმს?
ფლავამედის® რომელიმე პროდუქტის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს, თუ:
წარსულში გქონიათ კანის მძიმე ჰიპერმგრძნობელობითი რეაქცია (სტივენ-ჯონსონის სინდრომი, ლაილის სინდრომი). არსებობს ინფორმაცია ამბროქსოლის მიღებასთან დაკავშირებულ კანის მძიმე რეაქციაზე. თუ კანზე გამონაყარი გაგიჩნდათ, შეწყვიტეთ ფლავამედის® პროდუქტების მიღება და სასწრაფოდ დაუკავშირდით ექიმს.
გაქვთ თირკმელების ფუნქციის დარღვევა ან ღვიძლის მძიმე დაავადება, სიფრთხილით უნდა მიიღოთ ფლავამედის® პროდუქტები (მაგ. მცირე დოზით ან დოზებს შორის დიდი ინტერვალებით). თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტების ორგანიზმში შეიძლება დაგროვდეს ფლავამედის® პროდუქტების აქტიური ნივთიერებების დაშლის პროდუქტები.
გაქვთ ბრონქების იშვიათი დაავადება ლორწოს გაძლიერებული გამოყოფით (მაგ. უმოძრაო წამწამების სინდრომი). ამ დროს ვერ ხდება ლოწროს ტრანსპორტირება სასუნთ გზებში. ასეთ შემთხვევაში ფლავამედის® პროდუქტები უნდა მიიღოთ ექიმის მეთვალყურეობით.
გაქვთ ჰისტამინის აუტანლობა, უნდა მოერიდოთ ხანგრძლივ მკურნალობას, რადგან ფლავამედის® პროდუქტების აქტიური ნივთიერება გავლენას ახდენს ჰისტამინის მეტაბოლიზმზე და შეიძლება გამოიწვიოს აუტანლობის სიმპტომები, მაგ. თავის ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი ან ქავილი.
გქონიათ პეპტიური წყლული - მუკოლიზურმა საშუალებებმა შეიძლება დააზიანოს ლორწოვანის ბარიერი.
სასწრაფოდ შეწყვიტეთ ფლავამედის® პროდუქტების მიღება და მიმართეთ ექიმს, თუ გაგიჩნდათ კანზე გამონაყარი (პირის, ყელის, ცხვირის, თვალების და გენიტალური ლორწოვანი გარსების ჩათვლით).
შემიძლია თუ არა ფლავამედის® მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად?
უთხარით ექიმს, თუ უკანასკნელ ხანს მიგიღიათ, ახლა იღებთ ან მომავალში აპირებთ რაიმე მედიკამენტის მიღებას. ფლავამედის® პროდუქტებთან ერთად არ უნდა მიიღოთ ისეთი პრეპარატები, რომლებიც თრგუნავს ხველის რეფლექსს. ხველის რეფლექსი მნიშვნელოვანია გათხელებული ნახველის ამოსაღებად და სასუნთქი გზების გასათავისუფლებლად.
შემიძლია თუ არა ფლავამედის® მიღება ორსულობის დროს?
თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ ან თუ გეგმავთ დაორსულებას, ფლავამედის® პროდუქტების მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან. ორსულობის დროს ფლავამედის® პროდუქტები მიიღეთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. ფლავამედის® პროდუქტების მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში.
შემიძლია თუ არა ფლავამედის® მიღება ძუძუთი კვების პერიოდში?
თუ მეძუძური დედა ხართ, სანამ მიიღებთ ფლავამედის® რომელიმე პროდუქტს, ჰკითხეთ რჩევა ექიმს ან ფარმაცევტს. ფლავამედის® პროდუქტების მიღება არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების დროს. მისი მიღება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. დადგენილია, რომ ფლავამედის® პროდუქტების აქტიური ინგრედიენტი შეიძლება გამოიყოს რძესთან ერთად.
შემიძლია თუ არა ავტომობილის მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა ფლავამედის® მიღების შემდეგ?
არ არსებობს ფაქტები იმის შესახებ, რომ ფლავამედი® უარყოფითად მოქმედებს ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა არ არის ჩატარებული ფლავამედის® ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე მოქმედების შემსწავლელი კვლევები.
შემიძლია ფლავამედი® მივცე ბავშვს?
2 წლამდე ასაკის ბავშვს არ უნდა მივცეთ ფლავამედი® სიროფი 15მგ/5მლ ან ტაბლეტი.
6 წლამდე ასაკის ბავშვმა არ უნდა მიიღოს ფლავამედის® ტაბლეტები 30მგ.
12 წლამდე ბავშვმა არ უნდა მიიღოს ფლავამედის® შუშხუნა ტაბლეტები 60მგ.
თუ 2-დან 4 წლამდე ბავშვებს ხანგრძლივი ხველა აქვთ, მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა დიაგნოზის დასმა.
მოქმედებს თუ არა ფლავამედი® შვილოსნობის უნარზე?
ცხოველებში ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენა ფლავამედის® უარყოფითი გავლენა შვილოსნობის უნარზე.